უკრაინელმა მესაზღვრეებმა ბახმუტთან რუსების შეტევა მოიგერიეს და მათი მეთაური მოკლეს

უკრაინელმა მესაზღვრეებმა ბახმუტთან რუსების შეტევა მოიგერიეს და მათი მეთაური მოკლეს – აღნიშნულ ინფორმაციას, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.

“მოვკალით მეთაური, სასაზღვრო სნაიპერებმა შეაჩერეს რუსების შეტევა ბახმუტთან“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ბახმუტის მახლობლად ერთ-ერთ მარშრუტზე რუსები უკრაინელი დამცველების საგუშაგოზე თავდასხმას გეგმავდნენ.

“თუმცა, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სნაიპერებმა ამის საშუალება არ მისცეს. ჯარისკაცებმა ზუსტი სროლით გაანადგურეს მეთაური და ტყვიამფრქვევი. ოკუპანტებმა, დაკარგეს კონტროლი დანაყოფზე, შეშინდნენ და გაიქცნენ.” აღნიშნავს სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური.