უკრაინელმა პარტიზანებმა, მარიუპოლში ააფეთქეს მანქანა, რომელშიც ФСБ-ს თამაშრომელი იჯდა

უკრაინელმა პარტიზანებმა, მარიუპოლში ააფეთქეს მანქანა, რომელშიც  ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) თამაშრომელი იჯდა. როგორც ცნობილია ის რეანიმაციაშია გადაყვანილი. ინფორმაციას მარიუპოლის საქალაქო საბჭო ავრცელებს.

“დღეს ღამით, დაახლოებით 01:00 საათზე, პრიმორსკის რაიონში მარიუპოლის წინააღმდეგობის წევრებმა აფეთქეს ავტომობილი, რომელშიც ФСБ-ს თანამშრომელი იმყოფებოდა. ამ დროისთვის დაშავებული რეანიმაციაშია” – წერს მარიუპოლის საქალაქო საბჭო ტელეგრამ არხზე.

თავდასხმაში მარიუპოლის წინააღმდეგობის წევრები მონაწილეობდნენ. უკრაინელი პარტიზანები ოპერაციის დეტალებს მოგვიანებით გაასაჯაროებენ.