ამერიკის ომის შესწავლის ინსტიტუტის(ISW) ინფორმაციით, უკრაინელები სავარაუდოდ ემზადებიან, ან უკვე დაიწყეს კონტრშეტევა ხერსონის ოლქში.
ანალიტიკოსები გვაფრთხილებენ, რომ ინფორმაცია ღია წყაროებიდან კონტრშეტევის მიმდინარეობის და ტემპების შესახებ სავარაუდოდ შეზღუდული იქნება და დაგვიანებით, რეალური მოვლენებისგან ჩამორჩენით გავრცელდება.
შესაბამისად, ხერსონში კონტრშეტევის ანალიზი შესაძლოა ცოტა არაზუსტი იყოს ღია მონაცემების შეზღუდული რაოდენობის გამო.
ISW–ს მონაცემებით, რაიონი ფრონტის ხაზსა და ხერსონს შორის სასოფლოა და ძირითადად მცირე დასახლებული პუნქტებისგან შედგება, რომლებიც დიდი ალბათობით არ ავრცელებენ ინფორმაციას ჯარების გადაადგილების და ბრძოლების შესახებ, რაც ამ ტერიტორიებზე მიმდინარე ცვლილებების შესახებ ინფორმაციის ღია წყაროებში შეზღუდულ გავრცელებას იწვევს. თავად ოკუპანტებს კი, ბუნებრივია არ აქვთ სურვილი უკრაინული არმიის გამარჯვებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელონ.
ბოლო კვირებში ვრცელდება ფრაგმენტული ინორმაცია ხერსონის ოლქში უკრაინელების წარმატებების შესახებ, მათ შორის რუსი ოკუპანტების საწყობების, მომარაგების მარშრუტების და ლოჯისტიკური გზების განადგურების შესახებ, რაც ხერსონში მყოფი რუსული ძალების იზოლაციას იწვევს. უკრაინელებმა ააფეთქეს ანტონოვსკის ხიდი ხერსონთან, რომელიც ქალაქს დნეპრის მარცხენა სანაპიროსთან აკავშირებს, შემდეგ კი დარიევსკის ხიდი მდინარე ინგულეცზე, რაც ხერსონის გათავისულების ოპერაციის მოსამზადებელ ნაბიჯებად აღიქმება.