უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთით ფრონტის ხაზის გადაწევა შეძლეს – ბრიტანული დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთის ფრონტის ხაზი გადაწიეს.ყოველდღიურ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის სამხრეთით რამდენიმე მიმართულებით უკრაინული ჯავშანტექნიკა განაგრძობს რუსეთის ჯარებზე შეტევას. უკრაინულმა ფორმირებებმა შეძლეს ფრონტის ხაზის გადაწევა გარკვეულ მანძილზე, რუსეთის შედარებით სუსტი თავდაცვის გამოყენებით.

  • “უკრაინულმა ფორმირებებმა ფრონტის ხაზი გარკვეულ მანძილზე გადაწიეს, რუსეთის შედარებით სუსტი თავდაცვის გამოყენებით”, – წერს დაზვერვა.