უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთით ფრონტის ხაზის გადაწევა მოახერხეს–ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშში უკრაინის ომთან დაკავშირებით ნათქვამია:

  • ქვეყნის სამხრეთით უკრაინის ჯავშანსატანკო ჯარები ორშაბათიდან განაგრძობენ შეტევას რუსეთის ჯარების სამხრეთის დაჯგუფებაზე რამდენიმე მიმართულებით.უკრაინის შენაერთებმა მოახერხეს ფრფონტის ხაზის გადაწევა გარკვეულ მანძილზე, რუსების თავდაცვის სისუსტის გამო.
  • მისი დოქტრინის შესაბამისად, რუსეთი სავარაუდოდ შეეცდებია საკუთარ ფრონტის ხაზზე გარღვევები ამოავსოს, და ამისთვის მანამდე მობილიზებული სარეზერვო ქვედანაყოფები გამოიყენოს. მათ შორის, სავარაუდოდ იქნებიან აღმოსავლეთის სამხედრო დაჯგუფების წარმომადგენლები.
  • რუსეთი განაგრძობს უკრაინაში საკუთარი ჯარის ახალი დამხმარე ძალებით გამაგრებას. ახალი, მესამე საარმიო კორპუსის მოხალისეთა ბატალიონებმა 24 აგვისტოს მოსკოვთან მდებარე საკუთარი ბაზა დატოვეს და სავარაუდოდ ისინი უკრაინაში გადაისროლეს. ამ ქვედანაყოფების ოპერატიული ეფექტურობის შესახებ არაფერია ცნობილი. 3–ე საარმიო კორპუსში სავარაუდოდ არასაკმარისია პირადი შემადგენლობა, მათი მომზადების დონეც არასაკმარისია.