უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანნა მალიარი აცხადევს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტებისგან ხარკოვის ოლქის 300-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს.
“ხარკივის ოლქის გათავისუფლების ოპერაცია როგორც იყო დაგეგმილი, რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. 6 სექტემბრიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე, გათავისუფლებულია 3 ათას 800 კვადრატული კილომეტრი, 300-ზე მეტი დასახლებული პუნქტი და 150 ათასზე მეტი უკრაინელი გათავისუფლდა ოკუპაციისგან, სადაც ისინი ფაქტობრივად ტყვეობაში იყვნენ”, – აცხადებს მალიარი.