უკრაინელმა სამხედროებმა 1 534 დასახლება გაათავისუფლეს – ტიმოშენკო

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რუსი ოკუპანტებისგან 1 534 დასახლება გაათავისუფლეს, მათ შორის 483 ხარკოვის ოლქში.

  • “დეოკუპაციის ღონისძიებები გრძელდება, 1 534 დასახლებული პუნქტი უკვე დეოკუპირებულია. დონეცკის, ლუგანსკის, ნიკოლაევის, ხარკოვისა და ხერსონის ოლქების ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლების მუშაობა გრძელდება”, – თქვა ტიმოშენკომ.