უკრაინისა და რუსეთის ომბუდსმენები ტყვეების ახალ გაცვლაზე შეთანხმდნენ – Sky News

უკრაინამ შესაძლოა კიდევ 40 სამხედრო ტყვე დააბრუნოს სახლში რუსეთის ფედერაციასთან ახალი გაცვლის ფარგლებში.

შესაბამისი მოლაპარაკებები გამართა უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა დიმიტრი ლუბინეცმა თურქეთში რუსეთის ფედერაციის ომბუდსმენთან ტატიანა მოსკალკოვასთან შეხვედრის დროს. იუწყება ამის შესახებ Sky News.

გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებების ფარგლებში საუბარი იყო 40 ადამიანის გაცვლაზე. მხარეები პროცედურის დეტალებს ორმოცი წუთის განმავლობაში განიხილავდნენ.

”ორმოცწუთიანი მოლაპარაკებების დროს მხარეები 40 სამხედრო ტყვეს გაცვლაზე შეთანხმდნენ, თუმცა დეტალები ჯერჯერობით უცნობია“, – წერს გაზეთი.