“მთელი ეს პროპაგანდა, რომ ვითომ ვიღაცამ თქვა, უსასყიდლოდ გადაეცა და ჩვენ რატომ უნდა გადავცეთ არის დამყარებული სიცრუეზე და საზოგადოების სიცრუეში შეყვანის მორიგი მცდელობაა.[…] 2008 წელს პრობლემა იყო ნებისმიერი ლეგალური ფორმით იარაღის შესყიდვა საქართველოსვის, იმიტომ, რომ რუსეთი აწარმოებდა წნეხს ყველგან, სადაც ხელი მიუწვდებოდა და მათ სამწუხაროდ ჰქონდათ გავლენა ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოზე, რათა შეეზღუდათ საქართველოს შესაზლებლობები. ჩვენთვის, ვისთვისაც აშკარა იყო, რომ რუსეთის აგრესია ახლოვდებოდა, პრინციპულ საკითხი იყო, ვინმეს ჩვენთვის პოლიტიკურ ხელს გაეწოდა და საფასურის სანაცვლოდ მოეცა სერიოზულ იარაღი და ეს გააკეთა უკრაინამ. არც ახლა ითხოვდა არავინ უფასოდ რამის გადაცემას, ოღონდ, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ჟესტი იქნებოდა, უკრაინისთვის გადაცემა ამ იარაღის, რომელიც მას დღეს სჭირდება და ამის საფასურად საქართველო უკეთეს იარაღს მიიღებდა აშშ-სგან”.
აცხადებს ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია