ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება უკრაინაში ”პეტრიოტის” საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნის შესახებ ცალკეულმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ.
„კონკრეტულ სისტემებზე კონკრეტული გადაწყვეტილებები ეროვნული გადაწყვეტილებებია. ზოგჯერ არის საბოლოო მომხმარებლის შეთანხმებები და სხვა საკითხები, ამიტომ მათ სჭირდებათ კონსულტაციები სხვა მოკავშირეებთან. მაგრამ საბოლოო ჯამში ეს გადაწყვეტილება ეროვნულმა მთავრობებმა უნდა მიიღონ“, – თქვა სტოლტენბერგმა.
გერმანიამ განაცხადა ნატოსთან კორდინაციის აუცილებლობის შესახებ უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიწოდებასთან დაკავშირებით.