უკრაინისთვის ყველაზე ცუდი სცენარი უკვე უკან დარჩა–რეზნიკოვი

რუსეთთან სრულმაშტაბიან ომში უკრაინისთვის ყველაზე ცუდი სცენარი უკვე უკან დარჩა – ამბობს უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ალექსეი რეზნიკოვი.

“ჩვენ ვართ მთელი ფრონტის ან შეტაკების ხაზის სტაბილიზაციის სტადიაზე, ქვედანაყოფების უმნიშვნელო გაადაადგილებით. ჩვენ იქ შეკავების ბევრი კარგი საშუალება შევქმენით“– თქვა რეზნიკოვმა “სიენენ“–თან ინტერვიუში.

რეზნიკოვის აზრით, უკრაინა ომის ახალი ეტაპის ზღურბლზე დგას და კონტრშეტევით კამპანიას იწყებს.

თუმცა, ხანგრძლივმა წინააღმდეგობამ მისი თქმით შეიძლება ამ ომით საერთაშორისო თანამეგობრობის დაღლა გამოიწვიოს, რაც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ეფექტურობაზე შეიძლება აისახოს.

“მე ამას დაღლილობის სინდრომს ვეძახი, ჩემთვის ეს არის ერთ–ერთი მთავარი საფრთხე. ამ საფრთხეზე უნდა ვიმუშაოთ, ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ისეთებს, როგორიც თქვენ ხართ, გვქონდეს ურთიერთობა, ვკითხოთ ხალხს ამზრი. იმიტომ რომ ეს ჩვენთვის ძალიან, ძალიან საშიშია“–თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.