სამხრეთის მიმართულებით უკრაინის ჯარების მეთაურმა, გენერალმა ალექსანდრე ტარნავსკიმ ბრიტანულ გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისმა ნაწილებმა გაარღვიეს რუსების პირველი, ყველაზე გამაგრებული თავდაცვის ხაზი და ამის შემდეგ, შესაძლოა მათთვის უფრო ადვილი იყოს გადაადგილება. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი სწრაფად ამოწურავს თავის რეზერვებს.
”ჩვენ ახლა პირველ და მეორე ხაზებს შორის ვართ,” – განუცხადა გენერალმა ტარნავსკიმ გაზეთ Observer-ს და იგულისხმა რაბოტინო-ვერბოვეს რაიონი. მან უცხოელ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახლა უკრაინული შენაერთები აფართოებენ გარღვევის ფრონტს ორივე მიმართულებით და აღებულ ტერიტორიაზე გამაგრების პროცესში არიან.
„შეტევის ცენტრში ჩვენ ახლა ვასრულებთ მტრის ქვედანაყოფების განადგურებას, რომლებიც ეფარებიან რუსულ ჯარებს უკან დახევისას თავდაცვის მეორე ხაზის უკან“, – ციტირებს გაზეთი გენერალ ტარნავსკის.
ამავდროულად, ტარნავსკის თქმით, სამხრეთ ფრონტზე თავდაცვის სამი ხაზის მშენებლობისას რუსეთმა თავისი ძალებისა და საშუალებების 60% დახარჯა პირველი ხაზის აღჭურვაზე და მხოლოდ 20% დანარჩენ ორზე, რადგან არ ელოდა, რომ უკრაინელები პირველ ხაზს გაარღვევდნენ.
ტარნავსკიმ განუმარტა უცხოელ ჟურნალისტებს, რომ უკრაინის არმია რუსების თავდაცვის პირველ ხაზს ასე ნელა იმიტომ მიუახლოვდა, რომ ღამღამობით უმჭიდროვესად დანაღმული მინდვრების ხელით გაწმენდა უწოდათ.
გენერლის გათვლებით, შემდგომი წინსვლა უფრო ადვილი უნდა იყოს, რადგან ამის შემდეგ მოდის სივრცე, სადაც თავად რუსულ ჯარს უწევს გადაადგილება, და შესაბამისად მათი დანაღმული მინდვრები უწყვეტ ხაზს აღარ წარმოადგენს, როგორც ეს თავდაცვის პირველ ხაზში იყო.
გარდა ამისა, ტარნავსკის თქმით, რუსული არმია სწრაფად ხარჯავს ცოცხალი ძალის რეზერვებს.
„მტერი იზიდავს რეზერვებს არა მხოლოდ უკრაინიდან, არამედ რუსეთიდანაც. მაგრამ ადრე თუ გვიან რუსებს ყველა საუკეთესო ჯარისკაცი ამოეწურებათ. ეს მოგვცემს იმპულსს უფრო და უფრო სწრაფად შეტევისთვის. ყველაფერი წინ გვაქვს“, – განაცხადა ტარნავსკიმ.
იმის შესახებ, რომ უკრაინის არმიამ, როგორც ჩანს, გაარღვია რუსების თავდაცვის პირველი ხაზი რაბოტინის რეგიონში, ბოლო დღეებში ბევრი კომენტატორმა საუბრობს, მათ შორის აშშ-ს უმაღლესი სამხედრო მეთაური, გენერალი მარკ მილი.