Censor.NET-ის მთავარმა რედაქტორმა იური ბუტუსოვი აცხადებს, რომ უკრაინის არმია, არა მხოლოს მტრებს, არამედ საკუთარ თავსაც აოცებს. მისი თქმით, უკრაინის დამცველები წინ მიიწევენ “მიუხედავად დასვენების ბრძანებისა” და შეტევები და მარშები იწყება ბევრად უფრო ადრე, ვიდრე დაგეგმილია.
“დღეს ყველა უნდა გავჩუმდეთ რეალურ ვითარებაზე, რადგან ახლა არა მხოლოდ ბლოგერებმა არ იციან რეალური ვითარება, არამედ თავად გენერალურმა შტაბმაც კი არ იცის ბოლომდე. უკრაინის არმია აოცებს არამარტო მტრებს, არამედ საკუთარ თავსაც.[..] როგორ შევაჩეროთ არმია, რომელიც ცდილობს ბრძანებებს გადააჭარბოს, სადაც გენერალიდან ჯარისკაცამდე ყველა შთაგონებულია საერთო წარმატებებით და რომელიც იბრძვის ყველა უსახელო სიმაღლისთვის, როგორც საკუთარი სახლისთვის? პუტინის გენერლებს არ წაუკითხავთ აკადემიებში ასეთი მოტივაციის შესახებ, ისინი ეძებენ დაქირავებულებს დიდი ფულით, მაგრამ ფული არასოდეს შექმნის ასეთ ფენომენალურ საბრძოლო შესაძლებლობებს. ასე რომ, ჩვენ დაველოდებით მეთაურებს, რომ შეაგროვონ უახლესი ინფორმაცია ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ,” – განაცხადა იური ბუტუსოვმა.