უკრაინის შეიარაღებული ძალები შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ არც ერთი უკრაინული ქვედანაყოფი კურსკის ოლქში რუსების ალყაში არ იმყოფება.
”ცნობები ჩვენი ჯარისკაცების ალყაში მოქცევის შესახებ კურსკის რეგიონში – მცდარია და შექმნილია რუსების მიერ ზეწოლის განსახორციელებლად და პოლიტიკური მიზნებისთვის”.
ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ”უკრაინელები რუსებს ალყაში ჰყავთ და ვლადიმერ პუტინს მკაცრად მოსთხოვე რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს”.
- “ამ კონკრეტულ მომენტში, ათასობით უკრაინელი სამხედრო რუსულ არმიას სრულ ალყაში ჰყავს, ისინი ძალიან ცუდ და მოწყვლად პოზიციაში არიან. მე მკაცრად მოვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს. ეს საშინელი ხოცვა-ჟლეტა იქნებოდა, ისეთი, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. ღმერთმა დალოცოს ყველა მათგანი!” – დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში.