უკრაინის გენშტაბმა ახალი მონაცემები გამოაქვეყნა იმ დანაკარგების შესახებ, რომელიც რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ განიცადა:
- 5840 პირადი შემადგენლობის ჯარისკაცი.
- 30 თვითმფრინავი
- 31 ვერტმფრენი
- 211 ტანკი
- 862 ჯავშანმანქანა
- 9 ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა
- 40 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა
- 60 ცისტერნა საწვავით
- 3 უპილოტო საფრენი აპარატი
- 2 კატერი
- 355 ავტომობილი
ეს არის უკრაინის გენშტაბის ოფიციალური ინფორმაცია და მისი გადამოწმება სხვა წყაროებით შეუძლებელია. რუსული მხარე საკუთარი დანაკარგების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.