უკრაინის დაზვერვა თვლის, რომ პუტინი სერიოზულად განიხილავს ბირთვული ომის შესაძლებლობას

უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის დიქტატორი, ვლადიმერ პუტინი სერიოზულად განიხილავს ბირთვული ომის შესაძლებლობას.

“შესაძლოა რუსეთმა გამოიყენოს ბირთვული იარაღი უკრაინის წინააღმდეგ. ისინი შეეცდებიან ჩვენი შეტევითი ოპერაციები შეაჩერონ და ჩვენი სახელმწიფო გაანადგურონ“– განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილემ, სკიბიცკიმ.