რუსეთი 4 მარტს, ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს. აღნისნულ ინფორმაციას, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდლიაკი და უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდიავანი, ალექსეი დანილოვი უკრაინის სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
- “ჩვენი დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციას აქვს სურვილი 4 მარტს ქვეყანაში გამოაცხადოს საომარი მდგომარეობა. მინდა, ვნახო რა რეაქცია ექნება ამაზე მოსკოვს, სანკტ-პეტერბურგსა და სხვა ქალაქებს, სადაც მეტი ინტელიგენციაა, ვისაც ესმის რა ხდება რუსეთში”. – წერს დანილოვი.
- “4 მარტს რუსეთის პარლამენტის ორივე პალატა საგანგებო სესიას გამართავს. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, მათ დღის წესრიგში რუსეთში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებაა.” – აცხადებს პოდოლიაკი.