უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთს კიდევ 500 ათასი ჯარისკაცის მობილიზება სურს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპიკერმა, ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა, რომ ზამთრის არდადეგების შემდეგ, რუსეთს კიდევ 500 000 ჯარისკაცის მობილიზაციას გეგმავს.

მისი თქმით, მობილიზებული ოკუპანტები შეტევით ოპერაციებში გაზაფხულზე და ზაფხულში უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთში ჩაერთვებიან.

სადაზვერვო სპიკერი  მიიჩნევს, რომ სამხედრო ფორმირებების შესაქმნელად რუსეთს დაახლოებით 2 თვე დასჭირდება. მისი თქმით, ბრძოლის ველზე ნებისმიერი წარმატება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად კარგად იქნებიან ისინი აღჭურვილი და გაწვრთნილი.