უკრაინული დელეგაცია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრიი სიბიჰას ხელმძღვანელობით სირიელი ამბოხებულების ლიდერს, აჰმედ ალ-შარაას შეხვდა. როგორც ცნობილია, უკრაინულ დელეგაციაში უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრი და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სპეციალური წარმომადგენელი შედიან.
8 დეკემბერს ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის (HTS) მეთაურობით წამოწყებული იერიშის შედეგად ასადის რეჟიმი რამდენიმე დღეში ჩამოიშალა. თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები რამდენიმე დღის განმავლობაში აგრძელებდნენ წარმატებულ სამხედრო ოპერაციებს.