უკრაინის დროშა ხერსონში ფრიალებს – ქალაქის მერი

უკრაინის ქალაქ ხერსონში უკრაინის დროშა ფრიალებს. აღნიშნულ ინფორმაციას ქალაქის მერი ავრცელებს.

ქალაქი ხერსონი ხერსონის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია ხოლო ოლქი ანექსირებულ ყირიმს ესაზღვრება.

“დილა მშვიდობის. ხერსონის თავზე უკრაინის დროშა ფრიალებს. ქალაქი მუშაობს და ცხოვრობს. 6:30-ზე ხაზზე გავიდნენ პირველი ტროლეიბუსები. ცოტა-ცოტა ვასწრებთ ქალაქის დალაგებას. პროდუქტების და პურის საკითხზე ვმუშაობთ, თვალი ადევნეთ ინფორმაციის განახლებას ქალაქის საბჭოს ოფიციალურ საიტზე.

წყლის მიწოდება ჩვეულ რეჟიმშია. ინფორმაცია წყლის საათობრივ გრაფიკზე ყალბია. ვცდილობთ ყველა ავარია ოპერატიულად აღვკვეთოთ.

გუშინ თავშესაფარში ორი ჯანმრთელი ბიჭუნა დაიბადა. ჩვენი მედიკოსები მზად იყვნენ და დედებისთვისაც და ახალი ხერსონელებისთვისაც ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

ვიცხოვრებთ.” – წერს ხერსონის მერი იგორ კოლიხაევი Facebook-ზე.