უკრაინის ეროვნულმა გვარდიამ კიდევ ერთი რუსული SU-25 ჩამოაგდო

უკრაინის ეროვნული გვარდიის განცხადებით, ზაპორიჟიეში წვევამდელმა MANPADS-ის სისტემით კიდევ ერთი რუსული მოიერიშე თვითმფრინავი SU-25 ჩამოაგდო.

გვარდიის ცნობით, მათი სიზუსტე, პროფესიონალიზმი და ოსტატური ქმედებები ძალიან აშინებთ ოკუპანტებს, “თუ ვიმსჯელებთ მტრის რადიოშეტყობინებებით”.

“მე ჩამოვაგდე არა “უკვე სამი თვითმფრინავი”, როგორც იტყვიან, არამედ მხოლოდ სამი თვითმფრინავი და გავანადგურებ იმდენს, რამდენიც საჭირო იქნება ჩვენს გამარჯვებამდე!”,– თქვა გვარდიელმა.