უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა ფეისბუქზე დაწერა იმ სადღეგრძელოს შესახებ, რომელიც მისი თქმით ე.წ. “რამშტაინის კლუბის“ თავდაცვის მინისტრებმა კარგად იციან. როგორც რეზნიკოვი ამბობს, ეს სადღეგრძელო პოლონელებისგან ისწავლა:
„გაგიზიარებთ პოლონურ სადღეგრძელოს, რომელიც ვარშავაში ჩვენი მეგობრებისგან ვისწავლე, და რა თქმა უნდა, ეს სადღეგრძელო უკვე კარგად იციან “რამშტაინის კლუბის“ ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა: “რუსეთის სამხედრო ფლოტს გაუმარჯოს, ფსკერამდე!“ («За російський воєнний флот, до дна!»).
რეზნიკოვმა ამის შესახებ იმ ფეისბუქ სტატუსზე დაწერა, რომელშიც მადლობა გადაუხადა ყველას მისი დაბადების დღის მილოცვისთვის.