შავ ზღვაში, რუსეთმა 16 რაკეტა – კალიბრი მზადყოფნაში მოიყვანა. შესაბამის ინფორმაციას, “უკრაინსკაია პრავდა” უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერზე ალექსანდრ მოტუზიანიკზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის დაჯგუფება აგრძელებს სამოქალაქო გემების და უკრაინის პორტების იზოლაციას.