უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მიხაილ ეჟელი სახელმწიფო ღალატის საქმეში ეჭვმიტანილია.
საქმე ეხება 2010 წლის ხარკოვის შეთანხმებებს, რომლის მიხედვით რუსეთის შეიარაღებული ძალების შავი ზღვის ფლოტის ყოფნა ყირიმში 2042 წლამდე გაგრძელდა, შემდგომი გაგრძელების პერსპექტივით.
ეჟელი ეჭვმიტანილია უკრაინის ნაციონალური ინტერესებისთვის ზიანის მიყენებაში.
ამ საქმეში ფიგურანტია კიდევ ორი მინისტრი, რომლებიც ხარკოვის შეთანხმებებთან არიან დაკავშირებული. შეთანხმებებს ხელს ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი აწერს.
ეჟელი ბელორუსში ცხოვრობს და დევნილის სტატუსი აქვს. ის კიდევ ბევრი სხვა სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია და უკრაინაში მასზე ძებნაა გამოცხადებული.