“უკრაინის კონტრიერიშის წარმატებას მჯერა, თუმცა ომი წელს არ დასრულდება” – აცხადებს, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი.
უოლესი ოპტიმისტურად არის განწყობილი, თუმცა რუსეთი “არ დაიშლება ჯადოსნური ჯოხის მოქნევით.”.
“საკმაოდ რთული სათქმელია, თუ რა მასშტაბის დანაკარგები შეიძლება აიტანოს პუტინმა, მანამ სანამ გაიაზრებს, რომ მისთვის თამაში დასრულდა. მე უბრალოდ ვცდილობ გავიაზრო, რომ ვერცერთი კონტრიერიში ვერ მიგვიყვანს რუსეთის არმიის უეცარ ჩამოშლამდე”,- განაცხადა უოლესმა.
თავდაცვის მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის დანაკარგები უკვე 220 ათასს აჭარბებს ვლადიმირ პუტინი არ აპირებს უკან დახევას.