რუსეთის საგარეო მინისტრის, სერგეი ლავროვის მტკიცებით, “უკრაინის კრიზისის” მთავარი მიზეზი მის მიმართ NATO-ს პოლიტიკაა.
“უკრაინის კრიზისის მთავარი მიზეზი არის ნატოს მიერ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში გატარებული პოლიტიკა შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით”,– თქვა ლავროვმა და აღნიშნა, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ, NATO-მ უკრაინის იარაღით დატუმბვა და იქ სამხედრო ინფრასტრუქტურა შექმნა დაიწყო.
„ეს საფრთხეს უქმნიდა რუსეთის უსაფრთხოებას და იყო სერიოზული დარღვევა ეუთოსა და რუსეთ-ნატოს ურთიერთობების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებებისა, რომ არ გაძლიერდეს საკუთარი უსაფრთხოება სხვისი უსაფრთხოების ხარჯზე“,– თქვა ლავროვმა.