უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა კადრობრივი წმენდა ჩაატარა და მინისტრის 6 მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამასთანავე, მინისტრთა კაბინეტი რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის 5 ხელმძღვანელის გადაყენებაზე შეთანხმდა. შესაბამის ინფორმაციას, უკრაინსკა პრავდა ავრცელებს.
გათავისუფლებული მინისტრთა მოადგილეები :
- ვიაჩესლავ შაპოვალოვი – უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე;
- ვიტალი მუზიჩენკო – უკრაინის სოციალური პოლიტიკის მინისტრის მოადგილე;
- ივან ლუკერია – უკრაინის თემებისა და ტერიტორიების განვითარების მინისტრის მოადგილე;
- ვიაჩესლავ ნეგოდა – უკრაინის თემებისა და ტერიტორიების განვითარების მინისტრის მოადგილე;
- ანატოლი ივანკევიჩი – უკრაინის საზღვაო და შიდა წყლების ტრანსპორტისა და გადაზიდვის სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე;
- ვიქტორ ვიშნევი – უკრაინის საზღვაო და შიდა წყლების ტრანსპორტისა და გადაზიდვის სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე ციფრული განვითარების, ციფრული ტრანსფორმაციისა და გაციფრულების საკითხებში.
მინისტრთა კაბინეტი დათანხმდა 5 სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ თანამდებობის დატოვებას:
- ვალენტინა რეზნიჩენკო – დნეპროპეტროვსკის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე;
- ალექსანდრა სტარუხა – ზაპოროჟიეს საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე;
- ალექსეი კულება – კიევის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე;
- დმიტრი ჟივიცკი – სუმის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე;
- იაროსლავ იანუშევიჩი – ხერსონის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე.