უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ქვეყანაში ყოფნა 2 წლით შეეძლებათ მთავრობის ახალი დადგენილება ვებგვერდზე 24 თებერვალს გამოქვეყნდა და დადგენილება იმავე დღეს შევიდა ძალაში.
კანონში ცვლილებები შემდეგი რედაქციის ჩამოყალიბდა:
- დანართში მითითებული ქვეყნების მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება, გარდა უკრაინის მოქალაქეებისა;
- უკრაინის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 2 წლის ვადით ყოფნის უფლება.
დადგენილებაში შესული ცვლილებები მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებზე გავრცელდება.