უკრაინის მხარდამჭერ წარწერებს, საოკუპაციო რეჟიმი “შემაშფოთებელს” და ”ვანდალიზმს” უწოდებს

სოფელ ორჭოსანთან  ოსური მხარის საინფორმაციო ბანერზე საქართველოს მოქალაქეების მიერ უკრაინის მხარდამჭერი წარწერების გამო საოკუპაციო რეჟიმი შეშფოთებას გამოთქვამს და მომხდარს “ვანდალიზმს” უწოდებს. საოკუპაციო რეჟიმი აპირებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის [IPRM]-ის მორიგ შეხვედრაზე ისაუბროს.

“საშიში ტენდენციაა საქართველოში რევანშისტული განწყობებისა, რომელიც მხარს უჭერს ლუგანსკისა და დონეცკის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უკრაინის აგრესიას და შესაძლოა, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობების მორიგი გამწვევების მიზეზი გახდეს”. – ნათქვამია განცხადებაში.

რეჟიმმა “ცხელი ხაზიც” აამოქმედა