უკრაინის მხარდასაჭერად ₾1 მილიონი გადაირიცხება – საქართველოს უნივერსიტეტი

საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს, რომ სტუდენტების სახელით, უკრაინის მხარდასაჭერად 1 000 000 ლარი გადაირიცხება. ამ რაოდენობის თანხა  გამოყო საქართველოს მთავრობამაც სარეზერვო ფონდიდან.

“საქართველოს უნივერსიტეტი, თითოეული სტუდენტის სახელით, #უკრაინის #მხარდასაჭერად 1 000 000 ლარს გადარიცხავს.

თავისუფლება არის მთავარი ღირებულება, რაზეც დგას საქართველოს უნივერსიტეტი. ჩვენ გაგვაჩნია პასუხისმგებლობა ჩვენი სტუდენტების წინაშე, რომ მივცეთ მათ არა მხოლოდ კარგი განათლება, არამედ ხელი შევუწყოთ მათი თავისუფალ სამყაროში ცხოვრების და განვითარების შესაძლებლობას. ვთვლით, რომ უკრაინაში საქართველოს ბედიც წყდება. ამ ომში ბოროტება აუცილებლად უნდა დამარცხდეს.

სტუდენტების, კურსდამთავრებულების, ლექტორების და ადმინისტრაციის სახელით, თანადგომას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს.” – წერია განცხადებაში.