უკრაინის მხარდაჭერის გამო რუსეთმა მორგან ფრიმენს სანქციები დაუწესა

უკრაინის მხარდაჭერის გამო რუსეთმა მორგან ფრიმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მსახიობი აშშ-ის იმ მოქალაქეთა სიაში მოხვდა, რომლებიც პერსონალურ სანქციებს ექვემდებარებიან, მათ შორის გათვალისწინებულია “რუსეთის ფედერაციაში შესვლის აკრძალვა“.

  • „ცნობილმა კინომსახიობმა, რომელმაც 2017 წლის სექტემბერში ჩაწერა ვიდეო მიმართვა, რომელშიც რუსეთს აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებს და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს“, – წერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.