ბიზნესმენმა კონსტანტინ მალოფეევმა, რომელიც გამოცემა „მედუზის“ წყაროს ინფორმაციით, ფილოსოფოს ალექსანდრ დუგინის ფინანსური მხარდამჭერია, სოციალურ ქსელში დუგინის სახელით განცხადება გაავრცელა. თავად დუგინი, მედიის ცნობით, კლინიკაშია მას შემდეგ, რაც შეესწრო ავტომობილის აფეთქებას, რომელშიც მისი ქალიშვილი, დარია დუგინა იმყოფებოდა.
დუგინის სახელით გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ მისი „მშვენიერი, მართლმადიდებელი, პატრიოტი, სამხედრო კორესპონდენტი, ფილოსოფოსი ქალიშვილი“ „მხეცურად მოკლეს უკრაინული ნაციონალისტური რეჟიმის მიერ განხორციელებული ტერაქტით“.
„ის არასოდეს მოუწოდებდა ძალადობისა და ომისკენ… რუსეთის მტრებმა ზიზღით, მალულად მოკლეს იგი… მაგრამ ჩვენს ხალხს ასეთი აუტანელი დარტყმაც ვერ გატეხს. მათ სურდათ ჩვენ შორის საუკეთესოსა და ყველაზე დაუცველზე სისხლიანი ტერორით ჩვენი ნება ჩაეხშოთ. მაგრამ ისინი ამას ვერ მიიღებენ“, – წერს დუგინი.
„ჩვენს გულებს არა მხოლოდ უბრალო შურისძიება სწყურია. ეს ძალიან მდაბიოა და არარუსული. ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვჭირდება. მის სამსხვერპლოზე დადო ჩემმა ქალიშვილმა ქალწულებრივი სიცოცხლე. ასე რომ, გაიმარჯვეთ, გთხოვთ!“ – წერს დუგინი.