უკრაინის პირველი პრეზიდენტი, ლეონიდ კრავჩუკი გარდაიცვალა 22:04, 10-05-2022 უკრაინის პირველი პრეზიდენტი, ლეონიდ კრავჩუკი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას უკრაინული მედია ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ცნობილია, ლეონიდ კრავჩუკი ავადმყოფობდა. ის უკრაინის პრეზიდენტის თანამდებობას 1991-94 წლებში იკავებდა.