უკრაინის პოზიციები გაძლიერდა:

– პუტინმა თვითონ მოკლა მინსკის შეთანხმება, რომელიც ძალიან მტკივნეული იყო უკრაინისთვის;

– აღიარების საზღვრები პუტინის დამარცხებაა. იქ რუსეთის მონაწილეობა აშკარა იყო. ახლა ცალსახად და ოფიციალურად დაადასტურა ოკუპაცია;

– საერთაშორისო ფორმატები და დასავლეთი მას თვლის ეგომანიკად, რაც უკრაინას გაუადვილებს პოზიციების დაცვას;

– მოხდა უკრაინის კონსოლიდაცია და ზელენსკიმ გაიმაგრა პოზიციები;

– პუტინმა ვერ გაბედა მარიუპოლზე თავდასხმა;

– უკრაინა საბოლოოდ გაფორმდა დასავლეთის ნაწილად;

– პუტინის პოზიციები მისი სისუსტის გამო რუსეთშიც შესუსტდება;

– საქართველოს პოზიციები გამყარდა 2008 წლის და ივანიშვილის პროპაგანდის შემდეგ პირველად (ხელისუფლება რომ გვყავდეს – გამივიყენებდით).

ამ დროს, მაინც ყველაზე დიდი უსამართლობა ის არის, რომ პუტინის პირველი და ისტორიული მტერი – მიშა, რომელიც მსოფლიოს აფრთხილებდა, ციხეშია გადამწყვეტ მომენტში”

წერს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე Facebook-ზე.