უკრაინის პოლიცია ირპინში დაბრუნდა – ქალაქი დივერსანტებისგან იწმინდება

უკრაინის ეროვნული პოლიცია ირპინში დაბრუნდა. სპეცრაზმი ასუფთავებს ქალაქს რუსული დივერსიული ჯგუფებისგან.

ამის შესახებ ეროვნული პოლიციის უფროსმა, იგორ კლიმენკომ Facebook-ზე დაწერა.

„კიევის რეგიონის პოლიციის სპეციალური პოლკის ჯარისკაცები ამ სულგრძელი ქალაქის ტერიტორიაზე მზად არიან შეასრულონ თავიანთი საპოლიციო ფუნქციები“, – ნათქვამია განცხადებაში.

მისივე თქმით, ქალაქი დივერსანტებისგან იწმინდება, თუმცა მთავარი ამოცანაა მოსახლეობის დახმარება და ევაკუაცია.

“სპეციალური ძალები მჭიდროდ თანამშრომლობენ უკრაინის სამხედრო ნაწილებთან და ეხმარებიან ქალაქში ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის აღდგენას”. – წერს ის.

მისივე ცნობით, რუსი ოკუპანტები ირპენის დაბომბვას აგრძელებენ.