უკრაინის პოლიციის გენერალი, ვიაჩესლავ აბროსკინი მარიუპოლიდან ბავშვების გამოყვანის სანაცვლოდ რუსეთს ტყვედ ჩავარდნას სთავაზობს. ვიაჩელსავ აბროსკინი წარსულში ეროვნული პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე იყო მისი მონაწილეობით ათეულობით რუსი მოკლეს ხოლო ათასობით დააკავეს, ის რუსეთს სანქცირებული ჰყავს და ძებნილთა სიაშია.
“ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე ქალაქის მცხოვრებლებს შევპირდი, რომ ომის შემთხვევაში “აზოვთან” ერთად მარიუპოლს დავიცავდი. ისე მოხდა, რომ ომს ოდესაში შევხვდი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორედ ეს მიმართულებაა მნიშვნელოვანი რუსი ოკუპანტებისთვის, მაგრამ შევცდი.
დღეს მთლიანად დანგრეულ ქალაქში ძალიან ბევრი ბავშვია ჩარჩენილი, რომლებიც ახლა თუ არ გადაარჩინე, უახლოეს დღეებში დაიღუპებიან, დრო უკვე საათებზე გადის.
მივმართავ რუს ოკუპანტებს – მომეცით საშუალება მარიუპოლიდან ბავშვები გამოვიყვანო. ჯერ კიდევ ცოცხალი ბავშვების ნაცვლად ჩემს თავს გთავაზობთ.
დიახ, გთხოვთ შემიშვათ მარიუპოლში, რათა შევკრიბო ბავშვები და მათი გამოყვანა დავაორგანიზო. ქალაქში სამი დღე დამჭირდება. ბავშვებთან ერთად დაბრუნების დროს ბოლო საგუშაგოზე ტყვედ ჩავბარდები.
მე – პოლიციის გენერალი, რომელიც 2014-დან 2018 წლამდე უშუალოდ აწყობდა წინააღმდეგობებს თქვენ წინააღმდეგ დონეცკში.
მე შეყვანილი ვარ თქვენი სანქციების სიაში.
მე თქვენს ძებნილთა სიაში ვარ.
ჩემი ლიკვიდაციის მიზნით ჩემზე თავდასხმა მოაწყვეთ.
ჩემი მონაწილეობით ათობით თქვენიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით დააკავეს.
მე ვარ ზუსტად ის გენერალი, რომელიც ალბათ ყველაზე ახლოს იცნობს “აზოვის” ცნობილ პოლკს.
ეს ჩემი პირადი ინიციატივაა.
ჩემი სიცოცხლე მხოლოდ მე მეკუთვნის და ჯერ კიდევ მარიუპოლში მყოფი ბავშვების სიცოცხლის სანაცვლოდ გთავაზობთ”, – წერს აბროსკინი ფეისბუქზე.