უკრაინის უმაღლესმა რადამ თავდაცვის ახალ მინისტრად რუსტემ უმეროვის დანიშვნას მხარი დაუჭირა.უმეროვმა პარლამენტის აბსოლუტური მხარდაჭერა დაიმსახურა.
რუსტემ უმეროვი მანამდე სახელმწიფო ქონების ფონდის თავმჯდომარე იყო, რომლის მისიაც უკრაინაში ინვესტიციების მოზიდვაა.
უმეროვმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ალექსი რეზნიკოვი ჩაანაცვლა.