უკრაინის რადამ რეზნიკოვის თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ თავდაცვის მინისტრის პოსტიდან რეზნიკოვის გათავისუფლებას მხარი დაუჭირა.  რეზნიკოვის გადაყენებას პარლამენტის 327-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

3 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლექსი რეზნიკოვი თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადააყენა.

რეზნიკოვის ადგილს სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი მას შემდეგ დაიკავებს, რაც მის კანდიდატურას უმაღლესი რადა დაამტკიცებს.