უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ ხერსონის აღებაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ომი გრძელდება.
კამბოჯაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სამიტზე გამოსვლისას კულებამ განაცხადა, რომ ბრძოლა უკრაინის განთავისუფლებისთვის გაგრძელდება. “ჩვენ ვიგებთ ბრძოლებს. მაგრამ ომი გრძელდება”, – განუცხადა მან ჟურნალისტებს პნომპენში.
კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს არ უთხოვია სამიტზე შეხვედრა. „თუ ის ამას გააკეთებს, ჩვენ ყურადღებით განვიხილავთ თხოვნას“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ რუსეთი ამ შემთხვევაში მოლაპარაკებებს კეთილსინდისიერად უნდა მიუდგეს.
„არ არსებობს არც ერთი ნიშანი იმისა, რომ რუსეთი გულწრფელად აწარმოებს მოლაპარაკებებს“, – განაცხადა კულებამ. “დაჯექი მაგიდასთან ლამაზი ფოტოსთვის – ეს უკვე იყო, გავაკეთეთ, გამოვცადეთ”, – დასძინა მან.