”უკრაინის საელჩოს ცალკეული წარმომადგენლის განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. იმედი მაქვს, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით გაესაუბრება მას. ზოგადად ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ განსაკუთრებით ამ პერიოდში უკრაინას საქართველოში წარმოადგენდეს ნამდვილი ელჩი და არა საელჩოს თანამშრომელი.
ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის შიგნით ჩვენი ოპოზიციის ნაწილი დაკავებულია მხოლოდ ერთი რამით, რომ რამენაირად გადაკიდოს ერთმანეთს უკრაინა და საქართველო. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ არის ჯგუფები უკრაინაშიც, რომლებიც ცდილობენ, რომ გადაკიდონ ერთმანეთს უკრაინა და საქართველო, მაგრამ მე მიხარია, რომ უკრაინის რადასა და საქართველოს პარლამენტს შორის არის თბილი ურთიერთობები.”
აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულების ანდრი კასიანოვის კრიტიკის საპასუხოდ.