უკრაინის საზღვართან რუსეთი სისხლის მარაგის მიწოდებასაც ახორციელებს – აღნიშნულ ინფორმაციას, Reuters-ი სამ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით სისხლის მარაგი შესაძლოა დაჭრილი ჯარისკაცების სამკურნალოდ იქნას გამოყენებული
„ამერიკელი ოფიციალური პირების მიერ სისხლის მარაგების მობილიზების შესახებ ინფორმაციის გაჟღერება კიდევ ერთ კონტექსტს მატებს შეერთებული შტატების გაფრთხილებას, რომ რუსეთი, რომელსაც უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს,“- წერს Reuters-ი.