უკრაინის სახალხო დამცველის თქმით, ნინო ლომჯარია უკრაინაში გამგზავრებას გეგმავს

უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია უკრაინაში გამგზავრებას გეგმავს. დენისოვამ ამის შესახებ ფორმულას ეთერში ისაუბრა.

“მივიღე შეტყობინება, რომ მას სურვილი აქვს ჩამოვიდეს უკრაინაში. ეს უპირველეს ყოვლისა ეხება მის უსაფრთხოებას. ჩვენ ძალიან დიდ მადლობას ვუხდით მხარდაჭერისთვის, რომელიც მან გამოხატა ჩვენ მიმართ”, – განაცხადა დენისოვამ.