უკრაინის საჰაერო ძალებმა სამხრეთის მიმართულებით 26 Shahed-136 ტიპის დრონი გაანადგურეს. ამის შესახებ საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა, იური იგნატმა განაცხადა.
- “გუშინ ამ მიმართულებით 11 კამიკაძე დრონის განადგურების შესახებ გავავრცელეთ ინფორმაცია. 3:30-დან 7 საათის ჩათვლით, დამატებით 11 დრონი განადგურდა. ასე რომ, ამ ტერიტორიაზე ღამით ჩვენ 26 Shahed-136 გვყავს განადგურებული”, – აღნიშნა მან.
უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების სამიზნე უკრაინის აღმოსავლეთით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა იყო.