უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ რუსების მიერ გაშვებული 35 დრონიდან 30 ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით მათმა საჰაერო ძალებმა შეძლო 30 კამიკაძე დრონის ჩამოგდება 35–დან, რომლებიც ღამით რუსეთმა გაუშვა.

უკრაინული სააგენტოები უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ღამის დაბომბვაში 35-მდე ირანული შაჰედ-136 და შაჰედ-131 კამიკაძე დრონი მონაწილეობდა და მათგან 30 ჩამოაგდეს.

იმავდროულად, კიევის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დრონების მიერ დედაქალაქის მორიგი ინფრასტრუქტურული ობიექტების დაზიანების გამო, ელექტროენერგიის გადაუდებელი შეწყვეტა კვლავ მოხდება.

ღამით რუსებმა ნიკოლაევის რეგიონს ირანული დრონებით შეუტიეს. პარალელურად კიევში საჰაერო თავდასხმის განგაში გაისმა.

დედაქალაქის შევჩენკოვსკის და სოლომენსკის რაიონებში აფეთქებები მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია ორი დაღუპულის შესახებ. თავად დედაქალაქში მსხვერპლი არ ყოფილა.

ერთი დღით ადრე უკრაინის უშიშროების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ირანული დრონების ახალი პარტია მიიღო.