უკრაინის საჰაერო ძალებმა კურსკში სამხედრო ობიექტს დაარტყეს და 30-მდე ოკუპანტი გაანადგურეს

უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ მათმა საჰაერო ძალებმა რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში ოკუპანტების თავმოყრის ადგილს დაარტყეს და 30-ზე მეტი ჯარისკაცი გაანადგურეს. უკრაინელები აღნიშნავენ, რომ  რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურის ამ ელემენტის განადგურება ამცირებს ოკუპანტების შესაძლებლობას განახორციელონ სამხედრო ოპერაციები უკრაინის სუმისა და კურსკის ოლქებში.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა წარმატებით დაარტყეს მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის თავშეყრის ადგილს კურსკის ოლქში. დარტყმის შედეგად ობიექტი მთლიანად განადგურდა და 30-მდე ოკუპანტის ლიკვიდაცია განახორციელა.[…] საჰაერო ძალების პილოტები, ისევე როგორც თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტები, გააგრძელებენ მტრისთვის დარტყმების მიყენებას მისი სამხედრო პოტენციალის შესუსტების მიზნით“, – აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.