უკრაინის უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელი 3 მილიონი დოლარის ქრთამის აღებისას დააკავეს

უკრაინის ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ქრთამის აღებისას  უკრაინის უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელი ვსევოლოდ კნიაზევი დააკავეს. ამის შესახებ “უკრაინსკაია პრავდა“ სამართალდამცავ უწყებებში საკუთან წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ნაციონალურმა  ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ დააფიქსირეს უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელის მიერ დაახლოებით 3 მილიონი აშშ დოლარის ქრთამის აღება.

გამოძიება გრძელდება.

ანტიკორუფციულმა ბიურომ “უკრაინსკაია პრავდასთან“ საუბარში დაადასტურა, რომ „მასშტაბური კორუფცია უზენაეს სასამართლოში“ გამოავლინეს, კერძოდ, უკრაინის უზენაესი სასამართლოს  ხელმძღვანელობისა და მოსამართლეების მიერ უკანონო სარგებლის მიღების სქემა.

ბიუროში ამბობენ, რომ დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებდნენ, მაგრამ ფულის ფოტო უკვე გამოაქვეყნეს.