უკრაინის უშიშროების სამსახურმა გააუვნებელყო რუსული აგენტურული ქსელი, რომელიც ომის პირველ დღეებში კიევზე შეტევას უწევდა კოორდინაციას. ჯგუფის ყველა წევრი კიეველი აღმოჩნდა.
აგენტურულ ჯგუფში შედიოდნენ უკრაინის დედაქალაქის 35–45 წლის მაცხოვრებლები. “მთავარი მენეჯერი“ კიეველი ქალი იყო, რომელიც რუსულმა სპეცსამსახურებმა რუსეთში ვიზიტებისას გადაიბირეს.
24 თებერვლის წინ ქალმა მიიღო მითითება მოეგროვებინა სადაზვერვო მონაცემები კიევის თავდაცვის ობიექტებზე. კერძოდ:
უკრაინის შეიარაღებული ძალების და ტექნიკის დისლოკაციასა და გადაადგილებაზე.
სამხედრო ობიექტების დაცულობის დონეზე.
სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, როგორიც არის ენერგეტიკის, სატრანსპორტო, საფინანსო, კავშირგაბმულობის და ა.შ. ობიექტები.