უკრაინული მედია სამართალდამცავ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს კიევ-პეჩერსკის ლავრაში. ადგილობრივი ტელეგრამის არხები აქვეყნებენ ფოტოს, სადაც ლავრასთან რამდენიმე სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ადამიანია გამოსახული. ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება ჯერ არსებობს.
ერთი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ უშიშროების სამსახურმა მონასტრის ერთ-ერთ ტაძარში სიმღერის– „დედა რუსეთის“ შესრულების გამო საქმე აღძრა.
„ღვთისმსახურების დროს ტაძარში ისმოდა პროპაგანდისტული ხასიათის თეზისები, რომლებიც ადიდებდნენ „რუსულ სამყაროს“, – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის გამართლების მუხლით.
ლავრამ განაცხადა, რომ მღვდელი, რომლის მსახურებისას ეს მოხდა ეს, მსახურებას ჩამოაშორეს.