“მთელ ქვეყანაში უკრაინის დროშის აღმართვით დასრულდება”- ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა და ასევე აღნიშნა, რომ ურაინამ დაიწყო რუსი ოკუპანტებისგან სამხრეთის გათავისუფლების აქტიური ფაზა, რომელიც არის დაგეგმილი ოპერაცია და საჭიროებს დროსა და ძალას. მისი თქმით უკრაინის კონტრშეტევა არ იქნება სწრაფი პროცესი თუმცა აუცილებლად დასრულდება უკრაინის ყველა დასახლებულ პუნქტში უკრაინის დროშის აღმართვით.
“დაიწყო რუსი ოკუპანტებისგან სამხრეთის გათავისუფლების აქტიური ფაზა. ეს ნელი, დაგეგმილი ოპერაციაა მეტოქეების გასატეხად, ჩვენი სამხედროებისა და მოქალაქეების სიცოცხლის შენარჩუნებით. რა თქმა უნდა, ბევრს ენდომებოდა მასშტაბური თავდასხმა და ახალი ამბები ჩვენი სამხედროების მიერ დასახლებული პუნქტების ერთ საათში აღების შესახებ. მაგრამ ჩვენ ომს ასე არ ვაწარმოებთ. ჩვენ მიზნისთვის ვომობთ. და ეს მიზანი დროს და ძალას საჭიროებს. ამიტომაც, მოითმინეთ. ეს არ იქნება ძალიან სწრაფი პროცესი, მაგრამ დასრულდება უკრაინის ყველა დასახლებულ პუნქტში უკრაინის დროშის აღმართვით”. – წერს არესტოვიჩი.