უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსეთთან ომში უკვე 9 ათასამდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ამასთან, ზალუჟნის არ დაუკონკრეტებია, რა პერიოდზეა საუბარი – 2014 წლიდან დღემდე თუ 24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში სრულმაშტაბიანი შეჭრის შემდეგ პერიოდზე.
“ამ ომში არა მხლოდ სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ, და არა მხოლოდ ისინი, ვინც ხელში იარაღი აიღო. ჩვენი პატარა ბავშვები, რომლებიც არაფერში არიან დამნაშავე, გარდა იმისა, რომ სწორედ აქ და ამ დროს დაიბადნენ. მათ მართლაც არ ესმით რა ხდება, მაგრამ ცალსახად ჭირდებათ დაცვა სოლედართან, ბახმუტთან, ველიკი ნოვოსელკისთან, ასევე აქ, იმიტომ რომ მათი მამები ფრონტზე წავიდნენ. და შესაძლოა იმ 9 ათას გმირს შორის არის, რომლებიც დაიღუპნენ“– თქვა ზალუჟნიმ ფორუმზე “მცველები“.
შეგახსენებთ, ივლისში ვლადიმირ ზელენსკიმ The Wall Street Journal–თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგები ფრონტზე იმ თვეში მნიშვნელოვნად შემცირდა მაისის და ივნისის საბრძოლო მოქმედებების პიკთან შედარებით. მისი თქმით, იმ დროისთვის უკრაინა ყოველდღიურად 30 გარდაცვლილ ჯარისკაცს კარგავდა, 250–მდე კი დაჭრილი ჰყავდა. საბრძოლო მოქმედებების პიკზე– მაისსა და ივნისში ყოველდღიურად უკრაინის შეიარაღებული ძალების 100–დან 200-მდე სამხედრო მოსამსახურეს იღუპებოდა.